ავიაკატასტროფა ბოლნისში - გამოიკითხნენ თუ არა კონკრეტული პირები და როდის ჩატარდა სუ-25-ის შემოწმება?
როდის ჩატარდა ბოლოს სუ-25-ის ტიპის საფრენი აპარატის შემოწმება და შეკეთება? - "პირველები" "სს თბილავიამშენშის" და "სსიკ დელტას" პოზიციით დაინტერესდა, თუმცა ადგილზე მისულ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს კითხვებზე პასუხებს არ სცემენ, არც იმას ეუბნებიან, დაინტერესდა თუ არა გამოძება მათით და დაიბარეს თუ არა ვინმე გამოსახკითხად.
თავდაცვის სამინისტრიო ამბობს, რომ სუ-25-ის ტიპის საფრენი აპარატები 10 თვის წინ შემოწმდა.ექსპერტები და დარგის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ თვითმფრინავების შეკეთებაზე თავდაცვის სამინისტრო წლიუირად 8 მილიონზე მეტს ხარჯავს.
ექსპერტ ბესო დონაძის თქმით, რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გამოიკვეთოს შეკეთებაზე და მის შემდეგ ვარგისიანობაზე პასუხისმგებელი პირი.
"დელტა" არის ის კომპანია, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს მსგავს მომსახურებაში. "დელტა" თავიდან ბოლომდე ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს და რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გამოიკვეთოს შეკეთებაზე და მის შემდეგ ვარგისიანობაზე, საგარანტიო ვადაზე პასუხისმგებელი პირი. ამ ყველაფერზე პირველი რაც უნდა გააკეთონ, სანამ შავი ყუთი გაიხსნება და სანამა ფრენის დეტალები ეცოდინება მოსახლეობას, თუ რა მოხდა, მანამდე საჯარო ინფორმაციაზე უნდა იყოს წვდომა. ყველაფერი გადააბრალო პილოტს, ამ ვერსიას ვერ მივიღებთ. გვჭირდება დასაბუთებული ფაქტები", - ამბობს ბესო დონაძე.
თავდაცვის სამინისტროს ცოტა ხნის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
უწყება იუწყება, რომ იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი.
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა ბოლნისში გუშინ მოხდა. სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა,რის შემდეგაც პილოტი დაიღუპ