"შეიძლება დამაკავონ" - იოსებ ბაბაევს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
რეპრესიები გრძელდება - სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც გორში პოლიციამ სასტიკად სცემა და იარაღი ჩაუდო, ცოტა ხნის წინ სამხარეო პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ. ბაბაევი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ, თუმცა აანონსებს, რომ სიმართლისთვის და ქვენის კეთილდოებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
ზუსტად ამას ველოდებოდით ჩვენ. სააპელაციომ როცა მიიღო უპრეცედენტოდ სამარცხვინო გადაწყვეტილება, ჩვენ ველოდებოდით დღევანდელ დღეს. აგერ, დღევანდელი დღეც დადგა. ბრალს წამიყენებენ დღეს, შეიძლება დამაკავონ კიდეც, მაგრამ ეს არ გაგვაჩერებს. ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ და საქართველოში უნდა დასრულდეს იარაღის და ნარკოტიკების ჩადება, საქართელოში უნდა დასრულდეს მოძალადე მმილიცია. აღარ არის ის დრო, ბნელი 90-იანები, როაც შეიძლება იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდო და ადამიანი გაამწესო ათწლეულობით იზოლაციაში. აღარ არის ის დრო, მორჩა. ყველა მოძალადე პოლიციელი დაისჯება. საქართელო გაიმარჯვებს და იქნება ევროპული, ნორმალური, ცივილური ქვეყანა, - თქვა ბაბაევმა.
ბრალის აბსურდულობაზე სუაბრობს მისი ადვოკატიც.
პროკურატურამ მაინც ჩათვალა, რომ ბრალი უნად წარუდგინოს სოსო ბაბაევს იმ იარაღზე, რომელიც ჩაუდეს მას პოლიციის თანამშრომლებმა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ბრალის წარდგენა მოხდება დღეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ დავამტკიცებთ იმას, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ბაბაევის მიმართ და მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული. მეტიც, მის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული პოლიციელებმა და იმ საქმესაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, რათა დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, - ამბობს ადვოკატი ლექსო მერებაშვილი.
გორელი ბიზნესმენის საქმე უპრეცედენტოა, რადგან ბაბევი 5 ივნისს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და სცემეს, უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კი მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლ.
სამაგიეროდ, დარბაიძის ვერდიქტი აპელაციამ შეცვალა და ახლა მოძალადე პოლიცილების დასჯის ნაცვლად ციხეში წასვლა ისევ რუსული კანონის მწონააღმდეგე ბიზნესმენს ემუქრება.