5 ივლისს "ქოცრეჟიმი" მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა - ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს

03.07.24 12:46
5 ივლისს "ქოცრეჟიმი" მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა - ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი, დავით ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ცნობით, სხდომა 5 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან :

5 ივლისს ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეკზეკუცია. 

ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო და აი ზუსტად მაგ დროს დედის რძე ვაგინე მათ. 

რაც გამიკეთეს ამ ჯალათებმა, კი იყვნენ ამისთვის საგინებლები, მაგრამ მართლა არ მიგინებია. არც შარდი შემისხამს მათთვის(საბურთალოს გამგეობის თანამშრომელმა სცადა ამ ჭორის გავრცელება).

მოკლედ, 5 ივლისს შაპიტოს მორიგი სხდომა გაიმართება. 

ფოტოს კი შეხსენებისთვის ვამატებ, თუ რისთვის უნდა გამასამართლონ ამ რუსის მონებმა. 

დრონი მეფობენ, დრონი" - წერს ქაცარავა.