რატომ დაბლოკეს ირმა სოხაძე პრემიერის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებაზე? - რას ამბობს მომღერალი
რატომ დაბლოკეს მომღერალი ირმა სოხაძე პრემიერის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებაზე ? - მომღერალი, რომლის თანაავტორობით შექმნილი სიმღერა "ზღაპრის ბოლო კეთილია" ფეხბურთელების ჰიმნად იქცა, განაწყენებულია და არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო ღონისძიებაზე დაბრლოკვა რუსული კანონის გაპროტესტებას უკავშირდებოდეს.
მომღერალი სხვა ახსნას ვერ უძებნის პროგრამიდან მისი სიმღერის ამოღებას, რომელიც ფეხბურთელების ჰიმნად და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
სიმართლე გითხრათ ველოდი, რომ დამპატიჟებდნენ. მეც, გია მაჭარაშვილს დილიდან ვესაუბრე, დამირეკა. არავინ არ დაგვპატიჟა. ვიფიქრე, რომ ბიჭები მაინც იმღერებდნენ მაგას, მაგრამ საერთოდ არ გააჟღერეს და გამიკვირდა. ხომ მაქვს უფლება, რომ გამიკვირდეს? ეგ ხომ ფაქტია, რომ მთელი საქართველო მღერის. არავის არ გაუჰიტებია ძალით, ამიტომ ძალით აკრძალვაც და არ გაჟღერებაც დღეს სულ ცოტა უხერხულია, მეტი არაფერი. მთელი მოედანი მღეროდა. მერე ვიდეოები ცალ-ცალკე გამომიგზავნეს. ეგ არის სასაცილო, რომ მაინც ყველა მღეროდა. ეს სიმღერა დღეს არის სიმბოლო ჩვენი ბიჭების წარმატების. ხომ სწორია? რაიმეს ხომ არ ვამატებ? ყველა ასე ამბობს. არაოფიციალური ჰიმნია და უბრალოდ ამღერე ბიჭები და ისე გაუშვი. მე არ ვიცი, ვინ იყო რეჟისორი და არც გამოძიებას ვაპირებ, უბრალოდ მეწყინა. არაფერს არ გამოვრიცხავ და არაფერს არ ვუკავშირებ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო ეს სწორი", - ამბობს ირმა სოხაძე "პირველებთან".