ვაჟა სირაძის მამა დიდი ოდენობით ქონების გადამალვაშია მხილებული - ჯანეზაშვილი ვეტინგის აუცილებლობაზე საუბრობს
ვაჟა სირაძის მამა დიდი ოდენობით ქონების გადამალვაშია მხილებული - "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვლი არ გამორიცხავს, რომ საქმე საეჭვო გარემოებებს უკავშირდებოდეს.
ჯანეზაშვილი ისევ ვეტინგის სისტემის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ეს მექანიზმი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამომწურავად მიიღოს საზოგადოებამ ინფორმაცია მოსამართლეების ქონების შესახებ.
ბუნებრივი არის, რომ ასეთ დროს ჩნდება განცდა, რომ არის რაღაც საეჭვო გარემოებები და ამიტომაც ალბათ მალავს მოსამართლე ამ ინფორმაციას. ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ასეთ პირობას აყენებს - უნდა შეიქმნას მუდმივმოქმედი მექანიზმი, რომლის მეშვეობითად შემოწმდება მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობა და ეს უნდა იყოს ისეთი მექანიზმი და შესაძლებლობა, რომელიც სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მისცემს საზოგადოებას, რა ქოენებას ფლობს მოსამართლე, რა შემოსავლები ჰქონდა, როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. ერთგვარი ჩიხია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მოსამართლეებთან მიმართლებაში სხვა საკითხები არის უკვე წინა პლანზე", -ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამაა, 2024 წლის დეკლარაციაში არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ასევე მალავს ხელფასსაც. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.