ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა - შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შსს-ს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ.
ამასთანავე, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებებს.
ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60%-მდე.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა.
რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს" - წერია განცხადებაში.