ბაბაევის საქმეზე სასამართლოში პროცესი იწყება - პროკურატურა 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვს

03.07.24 15:45
ბაბაევის საქმეზე სასამართლოში პროცესი იწყება - პროკურატურა 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვს

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს ბრალი ოფიციალაურად წარუდგინეს და ახლა სოსო ბაბაევი სასამართლოს განაჩენს ელოდება. პროცესი გორის სასამართლოში წუთი-წუთზე იწყება. ცნობილია, რომ იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული ბიზნესმენის მიმართ პროკურატურა გირაოს ითხოვს. საუბარია 10 ათას ლარზე.

ნიშნავს თუ არა გირაოს მოთხოვნა პროკურატურის უკან დახევას? - ამ კითხვით მიმართა "პირველებმა" საქმის პროკურორს, თუმცა მიხეილ ბერიაშვილმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.

 პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ იქნება, რომ გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. ბრალედბულს ბრალდება წაყენებული აქვს  საქმეში არსებლი მტკიცებულებების საფუძველზე. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ბრალდებულს ბრალად ედება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ამ ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენხვა, - ამბობს პროკურორი. 

განსხვავებული პოზიცია ექნება დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს.  ადვოკატები მოითხოვენ, ბაბაევი მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს. მათი თქმით, მთელი საქმე მხოლოდ ორი პოლიციელის პატაკზეა აგებული და ამავე პოლიციელების გამოკითხვის ოქმებზე.

თავად ბაბაევი კი ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას სტრასბურგშ გაასაჩივრებს.

სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ასე ადვილად ვერ დავამარცხეთ ეს ბოროტება და ჩვენ გვიწევს ბრძოლა, რასაც აუცილებლად მოვიგებთ. ჩვენ დავიწყეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩვრება სტრასბურგში და ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ არაფერზე არ არის დაყრდნობილი ანუ პისტოლეტი ჩამიდეს უკანონოდ დად ავტომატი ჩამიდდეს კანონიერად. აი, ასეთი გადაწყვეტულება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უნდა ვანახოთ საზოგადოებას, რომ იარაღის ჩადება, ნარკოტიკის ჩადება არ შეიძლება და ყველა მოძალადე მილიციელი დაიწჯება, - ამბობს ბაბაევი. 

გორელი ბიზნესმენის საქმე უპრეცედენტოა, რადგან ბაბევი 5 ივნისს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და სცემეს, უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კი მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლ.

სამაგიეროდ,  დარბაიძის ვერდიქტი აპელაციამ შეცვალა და ახლა მოძალადე პოლიცილების დასჯის ნაცვლად ციხეში წასვლა ისევ რუსული კანონის მწონააღმდეგე ბიზნესმენს  ემუქრება.