ბაბაევის საქმე - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს სასამართლომ გირაო შეუფარდა

03.07.24 16:47
ბაბაევის საქმე - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს სასამართლომ გირაო შეუფარდა

     რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენს სასამართლომ გირაო შეუფარდა - სოსო ბაბაევი ახლა თავისუფლებაზე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იქნება.

თავდაპირველად, პროკურატურას სურდა, რომ ბაბაევისთვის 10 000-ლარიანი გირაო დაეკისრებინა, თუმცა მოსამართლე გუგა კუპრეიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

როგორც ბიზნესმენი "პირველებთან" ამბობს, სასამართლოსგან არა გირაოს, არამედ პატიმრობას ელოდებოდა, თუმცა მისი თქმით, პროკურატურას მიღებული გადაწყვეტილებით "საქმე თავზე დაეხა".

ბაბაევის თქმით, პროკურატურა "ტალახში და ჭაობში" არის, რადგან "ახლა ისინი დამნაშავე სამართალდამცველების დაცვას ცდილობენ".

ჩემზე იძახიან, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობდაო. ამ მძიმე ბრალდებაზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ, როდესაც გირაო მოითხოვა. მთელი საქმე დაეხათ თავზე. ასეთ საქმეზე რომ მოითხოვა გირაო, მე ველოდებოდი, რომ პატიმრობას მოითხოვდა. თავად რომ მოითხოვა გირაო ნიშნავს იმას, რომ ძალიან ტალახში არიან, ჭაობში არიან და ცდილობენ, იარაღის ჩამდები პოლიციელები გადაარჩინონ. მე ვფიქრობ, რომ არ გამოუვათ. გავიმარჯვებთ და დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს ძალიან მალე", - ამბობს ბაბაევი

გორელი ბიზნესმენის საქმე უპრეცედენტოა, რადგან ბაბევი 5 ივნისს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და სცემეს, უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კი მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლ.

სამაგიეროდ, დარბაიძის ვერდიქტი აპელაციამ შეცვალა და ახლა მოძალადე პოლიცილების დასჯის ნაცვლად ციხეში წასვლა ისევ რუსული კანონის მწონააღმდეგე ბიზნესმენს  ემუქრება.