პოლიციის შეფის მამის გადამალული ქონება - რას ამბობს მოსამართლე სირაძე
ქონების გადამალვაში მხილებული მოსამართლის პირველი განმარტება - საპატრულო პოლიციის შეფის, ვაჟა სირაძის მამა "ტვ პირველს" არწმუნებს, რომ დეკლარაციაში ყველაფერი ჩაწერა, მაგრამ მისთვის გაურკევევლი მიზეზით ჩანაწერები გაქრა. ამ ყველაფერის ახსნას შოთა სირაძე ტენიკური ხარვეზით ცდილობს.
აქ არის დეკლარაციის შევსების ახალ რეჟიმზე გადასვლის პროცესში ან ტექნიკური შეცდომა, ან ჩემი ან პროგრამული. მოწმდება ახლა, ბიუროსთან გავდივარ ამ კონსულტაციებს, ჩემი ხარვეზით იყო, თუ პროგრამული ხარვეზით. დიდი ალბათობით, ეს იყო დეკლარაციის შევსების ან ახალ რეჟიმზე გადასვლის პროცესში. დამალული ეს ქონება ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ, რომ ყველა დეკლარაციაში ასახულია", - ამბობს შოთა სირაძე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამაა, 2024 წლის დეკლარაციაში არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, ასევე მალავს ხელფასსაც. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.