"ოცნება" ცდილობს, საკვანძო თანამდებობებზე მისთვის სანდო პირები დანიშნოს - ნაცვლიშვილი პროკურორობის კონკურსზე

03.07.24 17:34
"ოცნება" ცდილობს, საკვანძო თანამდებობებზე მისთვის სანდო პირები დანიშნოს - ნაცვლიშვილი პროკურორობის კონკურსზე

"ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებით ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩნებს ამიტომ ცდილობს, საკვანძო თანამდებობებზე მათი სანდო პირები დანიშნოს, - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსს. ოპოზიციის წევრის თქმით, რამდენიც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ საკუთარი დანაშაულები მიჩქმალოს, ადრე თუ გვიან ქართელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად გამოძიებული იქნება. 

მცდელობა განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება, ვინაიდან იციან, რომ მოდის არჩევნები, იციან, რომ არჩევნებით ისინი ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებენ და ცდილობე ახლა, ეს საკვანძო თანამდებობა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს ჩააბარონ. რამდენიც არ უნდა ეცადონ თავიანთი დანაშაულებრივი სქემების მიჩუმათებას, რამდენიც არ უნდა ეცადონ, საკვანძო თანამდებობებზე მათთის სანდო პირების დანიშვნას, როგორც კი გატარდება მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები, ვეღარაფერი დაუდგება წინ იმას, რომ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულები იყოს გამოძიებული, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

შეცვლის თუ არა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს მისი მოდგილე? ქვეყნის მთავარი გამომძიებლის ვინაობა მალე გაირკვევა. საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან გასუბრებას ხვალ ოფიციალურად იწყებს. მსურველი 11 კანდიდატია. ნაწილს დოკუმენტები დაუხარვეზეს და განცხადების თავიდან შეტანა მოუწია. თუკი კანდიდატები დღეს საჭირო დოკუმენტებს ვერ მიიტანენ, მათი კანდიდატურები ავტომატურად ჩაიხსნება.

კანდიდატების ნაწილს აქვთ განცდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არჩევანს ხელისუფლება სწორედ გიორგი გაბიტაშვილზე გააკეთებს.