მზადდება თუ არა უკრაინაში ქართველი მეღვინეებისთვის სანქციები? - რას წერს მედია

03.07.24 17:55
მზადდება თუ არა უკრაინაში ქართველი მეღვინეებისთვის სანქციები? - რას წერს მედია

მზადდება თუ არა უკრაინაში ქართველი მეღვინეებისთვის სანქციები? - კორპორაცია უკრვინპრომში გაერთიანებული უკრაინელი მეღვინეები უკვე ერთი წელია მოითხოვენ, რომ ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიები, რომლებიც პროდუქციას რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყიდიან, უკრაინამ დაასანქციროს.

მოთხოვნით უკრვინპრომმა უშიშროების და თავდაცვის ეროვნულ საბჭოს მიმართა, რომლითაც კორპორაცია სანქციების დაწესებას ასკანელი ძმების, ადამარის, ქართული ღვინის სახლის, კახეთის ტრადიციული მეღვინეობის, ტიფლისის ღვინის მარნისა და სარაჯიშვილის წინააღმდეგ ითხოვს.

ჩვენ შევადგინეთ წინასწარი სია იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ამ მწარმოებლების პროდუქცია იყიდება აგრესორი ქვეყნის მაღაზიებში, ოკუპირებულ ყირიმში, კვაზი რესპუბლიკებში უკრაინის აღმოსავლეთში. ხალხი აგზავნიდა პროდუქციის ეტიკეტების ფოტოებს. ეს არის საკმარისი მიზეზი რუსეთის ფედერაციაში გადასახადების შემოღებისთვის.

საუბარი არ არის ქართული ღვინისა და სომხური კონიაკის აკრძალვაზე. მოვუწოდებთ აიკრძალოს მწარმოებლების მხოლოდ ნაწილის პროდუქციაზე წვდომა, რომელიც ცდილობს „ორ სკამზე დაჯდეს“, პროდუქციის გაყიდვას რუსეთის ფედერაციის ბაზარზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამავდროულად დარჩეს ბაზარზე", - დასძინა „უკრვინპრომის“ გენერალურმა დირექტორმა.

მოთხოვნაში ნათქვამია, რომ ზემოხსენებული ქართული ღვინის ქარხნის მეწილეთა ნაწილი "კრემლის მეგობარი" "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და შემწირველები არიან, მათ შორის, ზურაბ ჩხაიძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე და ნანა მენაბდიშვილი.