სოსო ბაბაევი გირაოთი გაათავისუფლეს - ბიზნესმენის წინააღმდეგ საქმე პროკურატურას უკვე მეორედ ჩამოეშალა

03.07.24 20:43
სოსო ბაბაევი გირაოთი გაათავისუფლეს - ბიზნესმენის წინააღმდეგ საქმე პროკურატურას უკვე მეორედ ჩამოეშალა

სოსო ბაბაევის წინააღმდეგ საქმე პროკურატურას მოსამართლემ უკვე მეორედ ჩამოუშალა.   ბიზნესმენი პატიმრობიდან გირაოს სახით გაათავისუფლეს, ოღონდ იმაზე ათჯერ ნაკლებს   გადაიხდის, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა. საქმე  რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენის წინააღმდეგ პრაქტიკულად უპრეცედენტოა.

ბაბაევი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს და სცემეს. უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კი მოსამართლე ლევან დარბაიძემ არაკანონიერად მიიჩნია და ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლა. დღეს კი ჩიხში თავად პროკურატურა შევიდა, როდესაც მძიმე ბრალდების სანაცვლოდ, გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა ათი ათასის ნაცვლად, მოსამართლემ ბაბაევი ათას-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.