სარგებლობს თუ არა გავლენიანი ძალოვანი შვილის მოსამართლე მამა ხელშეუხებლობის გარანტიით- რა ეჭვები აქვთ მკვლევარებს?
დიდი ქონების გადამალვაში საპატრულო პოლიციის შეფის მოსამართლე მამა არის მხილებული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა სირაძის დეკლარაციაში, პრაქტიკულად, ყველა გრაფა ცარიელია. ვაჟა სირაძის მამამ დამალა ხელფასის რაოდენობა, რამდენიმე მიწის ნაკვეთი თავის შენობა ნაგებობით, ცოლის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და ბიზნესი და დედის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება.
მოსამართლე, რომლის შვილიც ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია, კანონს ისე არღვევს, რომ პასუხს ამაზე არავინ სთხოვს. თავად ყველაფერს ტექნიკურ ხარვეზს აბრალებს, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ არ ეცადა ამ ხარვეზის გამოსწორებას იქამდე, ვიდრე კანონდარღვევაში არ ამხილეს. კორუფციის მკვლევრებს აქვთ ეჭვი, რომ გავლენიანი ძალოვანი შვილის მოსამართლე მამა ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.