იცილებს თუ არა საპროკურორო საბჭო არასასურველ კანდიდატებს?

03.07.24 20:27
იცილებს თუ არა საპროკურორო საბჭო არასასურველ კანდიდატებს?

იცილებს თუ არა საპროკურორო საბჭო არასასურველ კანდიდატებს - გენერალური პროკურორობის მსურველი 11 პირიდან, ხუთს დოკუმენტაცია დაუხარვეზეს. არ არის გამორიცხული, ისინი კონკურსის მიღმაც დარჩნენ. კანდიდატების განხილვას საბჭო ხვალიდან იწყებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ახალი გენერალური პროკურორიც პრაქტიკულად არჩეულია.

ოლიგარქის ფავორიტი და ნდობით აღჭურვილი პირი გიორგი გაბიტაშვილია. გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელსაც მხოლოდ ფორმალური პროცედურების გავლა მოუწევს შოთაძის გავლენიანი კაბინეტის დასაკავებლად. ამ ფაქტს ადასტურებენ თავად კონკურსის მონაწილეებიც, რომლებიც შესაძლოა, გასაუბრებამდეც კი ვერ მივიდნენ. მათ ახალი დოკუმენტაციის წარსადგენად მხოლოდ 24 საათი აქვთ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.