ავიაკატასტროფა ბოლნისში - ვერსიები და კითხვები მოიერიშე სუ 25-ის საქმეზე?

03.07.24 20:22
ავიაკატასტროფა ბოლნისში - ვერსიები და კითხვები მოიერიშე სუ 25-ის საქმეზე?

ცდილობს თუ არა თავდაცვის სამინისტრო ავიაკატასტროფა გარდაცვლილ პილოტს გადააბრალოს? - ეს ეჭვი სამხედრო ექსპერტებს ირაკლი ჩიქოვანის უწყების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ გაუჩინა. გამოძიება სამხედრო პოლიციამ ფრენის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეზე დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრომ დასაწყისშივე გამორიცხა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა და სავარაუდოდ დაუშვა, რომ შეცდომა ისეთმა სტაჟიანმა და გამოცდილმა პილოტმა დაუშვა, როგორიც კახა ზურაბიშვილი იყო.

თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავი "სუ 25" შემოწმებული და ტექნიკურად გამართული იყო. მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ გაუჩნდა ჰაერში სამხედრო ბორტს ცეცხლი? თბილავიამშენი და დელტა, რომლებიც თვითმფრინავის შემოწმებაზე არიან პასუხისმგებლები, დუმილის რეჟიმში არიან. სამხედრო პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება კი სამხედრო ექსპერტებს თავიდანვე უნდობლობას და ეჭვს უჩენს, ხომ არ ხდება ვინმეზე ხელის დაფარება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.