რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონში სატანკო სანგრებს აწყობენ
ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე სანგრებს თხრიან. რუსი სამხედროები კოდა-წნელისის გზაზე გამოჩნდნენ. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს. ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპანტები ტერიტორიას მძიმე ტექნიკისთვის ამზადებენ.
ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ როგორც მინიმუმ 2 თხრილი დაემატა, იმ საფრთხის წინაშე ვართ, რომ მოხდება ფორსირება და დავკარგავთ 600-მდე ჰექტარს მინიმუმ", - ამბობს ქაცარავა.
პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი რუს მომღერალს, ლევ ლეშჩენკოს, მასპინძლობს.