რატომ ხდება კოვიდკლინიკებში მოხვედრა ჩაწყობით - ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებენ

26.07.21 15:59
რატომ ხდება კოვიდკლინიკებში მოხვედრა ჩაწყობით - ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებენ

რატომ არ დაიჭირა თადარიგი ჯანდაცვის სამინისტრომ საწოლფონდზე, როცა ქვეყანაში შეზღუდვებს და რეგულაციებს ხსნიდა?- ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.

 სპეციალისტების თქმით, კონკრეტული პირების არაკომპეტენდურობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. თავისუფალი საწოლი ადგილების პოვნა თბილისში შეუძლებელია. საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებულები ხვდებიან ჩაწყობით და ნაცნობებობით. სოციალურ ქსელში ვხვდებით უამრავ სტატუსს, რომლებშიც ნათქვამია, რომ დაავადებულები ხშირად საკუთარი სახსრებითა და კონტაქტებით საავადმყოფოებში ადგილებს ეძებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ,რომ ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არის, უფრო მეტიც, ქვეყანაში 800-ზე მეტი თავისუფალი საწოლია. მინისტრის მოადგილე ამბობს,რომ კრიტიკული ვითარების შექმნის შემთხვევაში სიტუაციაში კოვიდსასტუმროებიც ჩაერთვებიან.

მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, აქედან დაკავებულია 5200. აქედან 211 რეანიმაციულ განყოფილებაშია. საკმაოდ მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი. მობილიზაცია მიმდინარეობს ყოვედღიურად. უკვე ვიცით, რომელი დაწესებულება რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდით. ასევე დაგვეხმარება სასტუმროებიც. იგეგემება, რომ სულ მცირე, 1500 საწოლი დაემატოს - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ რომ ეპიდსიტუაცია ისეთმა კადრებმა არ უნდა მართონ, ვინც ქვეყანა მძიმე სიტუაციამდე მიიყვანა.

იგივე ხალხი მართავს  სიტუაციას, ვინც მართავდა 2020 წელს, როცა გვქონდა ვირუსის შემოტევა. ვერაფერი ვერ ისწავლეს, რა და როგორ უნდა მართონ. ვვარდებით ანალოგიურ სიტუაციაში, ისევ პრობლემები საწოლებთან. ისევ დარეკვები და ქართულ ჯიგრულ პონტში გაკეთება დაწვენების კლინიკაში, რადგან სახლში დარჩენის ყველას ეშინია, ოჯახის ექიმის სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობს,  - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 6, 52 %-ია,  თუმცა, საგანგაშოა გარდაცვალების სტატისტიკა, ბოლო 24 სათის განმავლობაში კოვიდს 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავსი სიახლეები