ხობში მსოფლიოს ჩემპიონი გარდაცვლილი იპოვეს

03.07.24 22:46
ხობში მსოფლიოს ჩემპიონი გარდაცვლილი იპოვეს

ხობში პოლიციაა მობილიზებული - რამდენიმე საათის წინ, 27 წლის ქართველი მოჭიდავე, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

 ნუგზარ წურწუმიამ 2019 წელს 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წურწუმიამ ნურ-სულთანში ადგილობრივ ყაზახ მოჭიდავეს ფინალში 9:0 მოუგო.

წურწუმია ერთი ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი იყო. წურწუმიას ევროპის ჩემპიონატებზე 4 მედალი ჰქონდა მოგებული: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი.