წულუკიანმა შექმნა მლიქვნელთა, უნიჭოთა და მატყუარა ისტორიკოსების გაერთიანება - ხელოვანები
ხელოვნებათმცოდნეები თეა წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ - ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრი ფიასკოს განიცდის, რადგან მას სასამართლო დავა არაერთმა პირმა მოუგო.
ხელოვანი ლიკა მამაცაშვილი წულუკიანის მიერ ეროვნული მუზეუმიდან ადამიანების გათავისუფლების პროცესს "უნამუსოს" უწოდებს და ამბობს, რომ პროფესიონალი კადრები საკუთარი გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო კულტურის მინისტრმა შეიწირა.
მე არ მიკვირს, რომ წულუკიანი აგებს ამ პროცესებს, რადგან საკმაოდ უნამუსო პროცესი ჩაატარა მან. პრაქტიკულად, მოაშორა პროფესიონალები ეროვნულ მუზეუმს და ყველა იმ კულტურულ დაწესებულებას, სადაც მართლა პროფესიონალებს მიჰყავდათ ყველაზე კარგად ამა თუ იმ ორგანიზაციის მდგომარეობა. მოაშორა და შექმნა გაერთიანება მლიქვნელთა, უნიჭოთა, საშუალოდ ნიჭიერთა და მატყუარა ისტორიკოსების", - ამბობს ლიკა მამაცაშვილი.
ისტორიკოსი მაია პატარიძე განვითარებული პროცესების უკან საქართველოს ხელისუფლებას ხედავს და დასძენს, რომ "მთავრობამ ის დარგი შეარჩია, სადაც რუსულ კანონზე გენერალურ რეპეტიციას ჩაატარებდნენ".
ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი იმასაც აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა ხელოვნებისა და კულტურის სფერო გაკოტრებამდე მიიყვანა.
კულტურის მინისტრმა რეკორდები მოხსნა და დიდი რაოდენობით იფლანგება საქართველოს ბიუჯეტი. ამ პროცესების უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ისეთი მორალური ზიანი მოგვადგა ყველას, რომ არანაირი თანხით არ ანაზღაურდება. მიუხედავად ამისა, თეა წულუკიანი კვლავ მინისტრია. ეს იყო ამ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეერჩიათ დარგი, სადაც ჩაატარებდნენ გენერალურ რეპეტიციას რუსულ კანონზე", - ამბობს მაია პატარიძე.