თბილისის ნაწილი ისევ წყალმომარაგების გარეშე რჩება - ნახეთ უბნების ჩამონათვალი
თბილისის ნაწილი ისევ წყალმომარაგების გარეშე რჩება - წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში, ერთი დღით წყალი შეწყდება.
ინფორმაციას "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. წყალსადენის შეცვლის გამო, წყალი შეწყდება წყნეთის გატკეცილზე, კაკლების დასახლებაში, ასევე ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩებსა და ვაჟა ფშაველას გამზირის ნაწილში.
ნახეთ განცხადება სრულად:
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია დღეს, 4 ივლისს, ჩაატარებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ეწყობა 2 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში კომპანია 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, დანელიას, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, მ.დოლიძის, საკანდელიძის, გ.წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის N21,23,25,27,32,34,36,38,40,42, ნუცუბიძის ქუჩის N51,53,91,95, N131-179, N80-86, ვაჟა-ფშაველას გამზირის N72,74,75,76,77,78,79,80, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა-21, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის N25, ჭავჭავაძის გამზირის N39,41,43,45,47,49,51,53,55,73,74,75,76,78,80,82,84, თამარაშვილის ქუჩის N 1,2ა,3,4,9, ჟღენტის ქუჩის N2.
4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - აღნიშნულია ინფორმაციაში.