მოჭიდავეების სკანდალი ხობში - ჭიდაობის ფედერაცია დუმილის რეჟიმშია
მოჭიდავეების სკანდალი ხობში - ჭიდაობის ფედერაცია ისევ დუმილის რეჟიმშია. მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას ტვ პირველი ჭიდაობის ფედერაციაში შეეცადა, თუმცა იქ ჟურნალისტებს კარი დაუკეტეს და შეკითხვებს არ უპასუხეს.
სამართალმცველების ცემის ბრალდებით დაკავებული მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატროში რჩება. წურწუმიას ოჯახი ამტკიცებს, რომ მსოფლიო ჩემპიონი სამართალდაცველებთან ჩხუბში არ მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, კი ამავე ფაქტზე დაკავებული ვარლამ კვარაცხელია წარსულში ნასამართლევია.
ხობში სპორტსმენებმა პოლიციელები ორი დღის წინ სცემეს. დაკავებული 4 ადამიანიდან 2 მსოფლიო ჩემპიონია. აღნიშნული 4 პირიდან 2 ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო ორი სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული მუხლით დაკავებული ნუგზარ წურწუმია იზოლატორს ხვალ დატოვებს.