ძლიერი ხანძარი მთაწმინდაზე

04.07.24 14:36
ძლიერი ხანძარი მთაწმინდაზე

თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია - ცეცხლი, სავარაუდოდ, მთის ფერდობზე გაჩნდა და სავარაუდოდ, ბალახი იწვის.

ძლიერი დაკვამლიანების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

TVPIRVELI.GE დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.