ქურდობის მცდელობა ფილმის სცენარით - თბილისში ,,ვითიბი ბანკის" გაძარცვა სცადეს

26.07.21 19:01
ქურდობის მცდელობა ფილმის სცენარით - თბილისში ,,ვითიბი ბანკის" გაძარცვა  სცადეს

ძარცვა თბილისში ფილმის სცენარით თბილისში. წინასწარი ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ,,ვითიბი ბანკში" მძარცველი სავენტილაციო შახტიდან შევიდა. ბოროტმოქმედმა თანხის წაღება ვერ მოასწრო. ის თანამშრომელმა შეამჩნია და ,,პირველების" ინფორმაციით, სახეში მომწამლავი ნივთიერება შეასხა.

 ,,ვითი ბანკის" 24 საათიან ფილიალში ახლა გაუსაძლისი სუნი დგას. ერთ ერთი ვერსით, მძარცევლმა ბანკში შესვლა სახურავიდან შეძლო, სადაც ღვინის ქარხნის ტერიტორიიდან მოხვდა. ამ წუთებში ბანკში საგამოძიებო მოქმედებები მიდის

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ტვ პირველი შემთხვევის დეტალებს აზუსტებს.

მსგავსი სიახლეები