"პრობლემას ვერ ვხედავ პროკურატურის მუშაობაში" - გენერალური პროკურორობის კანდიდატი

04.07.24 17:52
"პრობლემას ვერ ვხედავ პროკურატურის მუშაობაში" - გენერალური პროკურორობის კანდიდატი

გენერალური პროკურორის შესარჩევი კონკურსი გრძელდება - დავით ბარბაქაძე, რომელიც ირაკლი შოთაძის კაბინეტში მოსახვედრად იბრძვის, ფიქრობს რომ სისტემა უპრობლემოდ მუშაობს და პრეტენზიები არ აქვს. ადვოკატი, მრავალწიანი გამოცდიელბით უკვე ორი საათია საპროკურორო საბჭოს წევრებს უყვება, რას გააკეთებდაა პირველ გამომძიებლად არჩევის შემთხვევაში.

თუ რა პრობლემას ვხედავ, ასე რომ ავიღოთ, პრობლემას ვერ ვხედავ პროკურატურის მუშაობაში. მე უბრალოდ მსურს, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, პროკურატურა მუშაობს ხოლმე გამამტყუნებელი მიმართულებით, თუმცა კანონში მითითებულია, რომ პროკურორი ვალდებულია, როგორც გამამტყუნებელი, ისე გამამართლებელი მიმართულებით იმუშაოს საქმესთან დაკავშირებით.

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას კითხვაზე "თუ ყველაფერი მოგწონთ, რაც დღეს ხდება პროკურატურაში, თქვენს საქმეს რატომ არ აგრძელებთ, აქ ხომ ყველაფერი ისედაც კარგად არის?" დავით ბარბაქაძე პასუხობს:

ძალიან ხშირია, ალბათ ბოლო პერიოდში ეს ძალიან კარგია, რომ ასეა, გამამართლებელი განაჩენები", - განაცხადა ბარბაქაძემ.

ქვეყანა ახალი პროკურორის მოლოდინშია - ირაკლი შოთაძის ყოფილი კაბინეტისთვის ახლა 11 ადამიანი იბრძვის.