მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია - თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კერების დამუშავება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველების დაახლოებით 10-მდე ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.
“112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე გავრცელებული იყო. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება ხანძართან დაკავშირებით. ყველა ჯგუფი დროულად გამოცხადდა ადგილზე, ხანძრის ყველა მიმართულებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ ლოკალიზება მოხდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და ამ ეტაპზე ჩვეულებრივი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე დგინდება რა ტერიტორიაზე იყო ხანძარი”, - განაცხადა ლევან მუსელიანმა