როგორ დავიცვათ ოჯახები დანგრევისგან... - რა იყო დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მთავარი სათქმელი
ოჯახური ძალადობა დღეს გენერალური პროკურორობის მსურველების მთავარი სასაუბრო თემა იყო. ზუსტად არ იციან როგორ უნდა გახადონ პროკურატურა დამოუკიდებელი, თუმცა კარგად იციან, როგორ დაიცვან ოჯახები დანგრევისგან. ამისთვის ძალადობის დანაშაულზე სახელმწიფოს უფრო შემწყნარებლური პოლიტიკა უნდა ჰქონეს. დღეს საპროკურორო საბჭო ორ კანდიდატს უსმენდა.
ერთ-ერთი კანდიდატი დავით ბარბაქაძე საბჭოს წევრებს დღეს იმასაც უხსნიდა, რომ პროკურატურა იდეალურად მუშაობს და იქ ცვლილებები საჭირო საერთოდ არ არის. დღევანდელმა გასაუბრებამ კი კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ შოთაძის შემცვლელზე გამოცხადებული კონკურსი მხოლოდ ფორმალობაა და უკვე შერჩეულ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს ორშაბათს მოუსმენენ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.