შავი სია უკვე მზადდება - ქართული ღვინის კომპანიები უკრაინული სანქციების მოლოდინში
შავი სია უკვე მზადდება - ქართული ღვინის კომპანიები უკრაინული სანქციების მოლოდინში. უკრაინელი მეღვინეები ითხოვენ დასანქცირდნენ ის მწარმოებლები, რომლებსაც ღვინო შეაქვთ რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრანის ტერიტორიებზე. სანქციების კანდიდატებს შორის არიან "ქართული ოცნების? მხარდამჭერების და შემოწმირველების კუთვნილი კომპანიები. ჩნდება კითხვა, როგორ ხვდება ოკუპირებულ ქალაქებსა თუ ოლქებში ქართული პროდუქცია?
თუ უკრაინის შესაბამისი საბჭო ქართული კომპანიების დასანქცირების გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთის მხრივ დავკარგავთ უკრაინულ ბაზარს და მეორე, ამას სავარაუდოდ ექნება ჯაჭვური რეაქცია. ომში მყოფი ქვეყნის მოქმედებებს აკვირდება ევროკავშირი და არ არის გამორიცხული მსგავი შეზღუდვა აამოქმედონ ევროპულმა ქვეყნებმაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული ბაზარი სრულად რუსეთზე დამოკიდებული გახდება, სადაც ექსპორტი ისედაც რეკორდულად არის გაზრდილი.
როდის არის მოსალოდნელი უკრაინული სანქციები? - ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.