გრიგორიადისის საქმე მოწმე პოლიციელებმა გამოძიებას თავზე ჩამოუშალეს - სასამართლო სხდომის დეტალები
აბსურდული საქმე ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ იმ პოლიციელებმა ჩამოშალეს, ვინც ბრალდებამ მოწმეებად მიიყვანა. სამართალდამცველებმა სხდომაზე აღიარეს, რომ ლაზარე მათ არ დაუკავებიათ, მაგრამ საქმეში მათი შედგენილი ოქმები მაინც დევს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქტივისტების დაკავებას საკუთარ თავზე სპეცრაზმელების ნაცვლად ის პოლიციელები იღებენ, რომელიც დაკავების დროს ადგილზე არც კი იმყოფებიან.
ლაზარე გრიგორიადისს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. არადა საქმეშია ვიდეო მტკიცებულებები მოძალადე სპეცრაზმელების წინააღმდეგ. კადრებში ჩანს, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების მომენტში ლაზარეს. ადვოკატის თქმით, ცემა გაგრძელდა იზოლატორშიც. ამის მიუხედავად, ბოლოს საქმე ისევ ლაზარეს წინააღმდეგ შემოატრიალეს. მოსამართლე ვერდიქტს 10 ივლისს გამოაცხადებს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.