ნაცემი აქტივისტები და თვეების შემდეგ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი

04.07.24 20:46
ნაცემი აქტივისტები და თვეების შემდეგ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი

 

დაზარალებულის სტატუსი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. პროკურატურამ რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ  ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სტატუსი მხოლოდ ფორმალობააა. ადამიანები, ვინც დღეს დაზარალებულებად გამოაცხადეს,  მანამდე სამართალდამრღვევებად სცნეს. მათ წინააღმდეგ სასტიკი  ძალადობის საქმეები კი გამოძიებული არ არის. 

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტები იხსენებენ, თუ როგორ უმოწყალოდ გაიმეტეს პოლიციელებმა,  ისე რომ ლამის სიკვდილამდე მიყვანეს. მაგრამ დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად, მათ ადვოკატებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება   საქმის მასალებს  მაინც გაეცნონ.  ეს გარემოებები კი აქტივისტებისთვის  იმის დასტურია, რომ ოცნება  არც კი გეგმავს მოძალადე სპეცრაზმელების დასჯას. მათი სისასტიკის გადაფარვას კი ახლა დაზრალებულებისთვის პრაქტიკულად ფორმალური სტატუსისი მინიჭებით ცდილობს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.