ონკოპაციენტებს თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები კლინიკაში დახვდებათ - ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება

04.07.24 20:47
ონკოპაციენტებს თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები კლინიკაში დახვდებათ - ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება

 

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის მძიმე რეალობას არ ცვლის. მოქალაქეები თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტებს აფთიაქების ნაცვლად კლინიკებში მიიღებენ.  პაციენტები კი ამბობენ, რომ მათთვის საერთოდ არ აქვთ მნიშვნელობა აფთიაქებში მივლენ თუ საავადამყოფოებში, მთავარია რომ  შეივსოს დეფიციტური წამლების მარაგი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ამ მიზნით კი მინისტრს ჯერ არაფერი გაუკეთებია.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.