კრიმინალური გარჩევა ნაძალადევში - ათამდე პირი ერთმანეთს დაუპირისპირდა
კრიმინალური გარჩევა ნაძალადევში. ათამდე პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინციდენტი თავდაპირველად მეტროს წინ დაიწყო და მოგვიანებით სკვერში გაგრძელდა.
რამდენიმე მამაკაცმა იქვე მდგომი ერთ-ერთი ავტომობილის მინა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.
არსებული ინფორმაციით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია, ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები.