სისხლიანი პოსტერების ავტორი მერიისგან ფინანსდება - ტვ პირველმა დოკუმენტები მოიპოვა

26.07.21 20:15
სისხლიანი პოსტერების ავტორი მერიისგან ფინანსდება - ტვ პირველმა დოკუმენტები მოიპოვა

სისხლიანი პოსტერების ავტორი მერიიდან ფინანსდება. ტვ პირველმა გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ გია იაკობაშვილს, რომელმაც თბილისის ქუჩები სისხლიანი პოსტერებით ააჭრელა, თანხები ბიუჯეტიდან აქვს მიღებული.

იაკობაშვილს გადარიცხვები უფიქსირდება თბილისის მერიიდან, ნინოწმინდის გამგეობიდან, საპენსიო სააგენტოდან და სასჯელაღსრულების სამინისტროსგან.

ხელშეკრულებით დგინდება, რომ იაკობაშვილი მხოლოდ ჩუღურეთის გამგეობიდან 4 400 ლარს იღებს.

იაკობაშვილის მეუღლე,  ეკა მაჩიტაძე, კი კახა კალაძის უწყების მაღალჩინოსანია. 

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება, რადგან სახეზეა კორუფციის ნიშნები და ინტერესთა კონფლიქტი.

ცალსახად არის ინტერესთან კონფლიქტი და უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა დაიწყოს შიდა მოკვლევა მერიის აუდიტმა, ასევე სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა", - ამბობს ბესიკ დონაძე.