რამდენიმე ათასი ევროს და თამბაქოს ქურდობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 45 წლის მამაკაცს მაღაზიიდან თამბაქოსა და თანხის ქურდობას ედავებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, დანაშაულში მხილებულმა პირმა მაღაზიის კარი შეამტვრია, შეიჭრა და სალარო გატეხა. ნაქურდალი რამდენიმე ათას ევროს შეადგენს, ამიტომ გერმანულმა პოლიციამ გამოძიება განსაკუთრებით მძიმე ქურდობის მუხლით დაიწყო.
დანაშაულის ჩადენის მომენტში მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.