სამი წელი 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან და ხელშეუხებელი მოძალადეები
დღეს 5 ივლისია, უმძიმესი თარიღიი ქართველი ჟურნალისტებისთვის. მედიის წინააღმდეგ მოწყობილი სადამსჯელო ოპერაციიდაან უკვე სამი წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე მოძალადები ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ. ხელისუფლებას არ გააჩნია ნება, დასაჯოს ყველაა ის ადამაინი, ვინც 53 ჟურნალისტი სასტიკი ანგარიშსწორებისთვის გაიმეტა.
სწორედ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ გარდაიცვალა "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ლექსო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მოძალადეებმა სასტიკად სცემეს. 5 ივლისის მოვლენების შესახებ ჩვენი არხის გამომძიებელ ჟურნალისტებს არაერთიი ექსკლუზიური რეპორტაჟი აქვთ მომზადებული. ამ მასალებით კი ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოძალადეები დავალებებს სუსიდან იღებდნენ, თუმცა "ქართულ ოცნებას "ამ დრომდე უკანონო დავალების გამცემი მაღალჩინოსნები არ დაუსჯია. ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ რადიკალური დაჯგუფების ის ლიდერებიც, ვინც მასობრივ ძალადობას ორგანიზებას უწევდნენ.