ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში? - მამის მკვლელობისთვის დაკავებულის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

05.07.24 11:01
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში? - მამის მკვლელობისთვის დაკავებულის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში? - კაცი, რომელმაც საკუთარი მამა არასრულწლოვანი დის თანდასწრებით მოკლა, მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია.

გლდანში მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების მთავარ ფიგურანტს, სავარაუდოდ, დღეს ხონის ფისქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ. მას 16 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ადვოკატების თქმით, ექსპერტიზამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბრალდებულის შერაცხადობა დაადგინა. 

მოვითხოვთ შუამდგომლობას, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ბრალდებულის მიმართ და იგი სამკურნალოდ გადაყვანილ იყოს სპეციალურ ფისქიატრიულ დაწესებულებაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბრალდებული რევაზ გამხიტაშვილი იყო შეურაცხადი", - ამბობს ადვოკატი. 

ბრალდებული სასამართლოს სხდომას ვერ ესწრება. ადვოკატის ინფორმაციით, გამხიტაშვილის მდგომარეობა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ისე დამძიმდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ის გადაეყვანათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. 

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გლდანში 26 წლის შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა. 49 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. რევაზ გამხიტაშვილი კი ჯერ გაიქცა, მოგვიანებით კი პოლიციას თავად ჩაბარდა.