"დაზარალებულად მცნეს, თუმცა ახლა მასამართლებენ... ეს ტერორის შემდგომი ეტაპია" - ქაცარავას დღეს სასამართლოში ელოდებიან
რეპრესიები გრძელდება - დავით ქაცარავას სასამართლოში ელოდებიან. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის წინააღმდეგ პროცესია ჩანიშნული.
ქაცარავა აქციის ის მონაწილეა, ანტირუსული შეკრებიდან ნიღბიანმა სამართალდამცველებმა რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ, ქაცარავას კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა დღეს სავარაუდო კანონდარღევვასა და სამართალდაცმველებისადმი დაუმორჩლებლობაში დაადანაშაულებენ. პროცესი ორ საათზეა ჩანიშნული.
ახლა უკვე მიბარებენ როგორც ბრალდებულს და გამასამართლებენ ადმინისტრაციული წესით აი ამ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე შემდგომი ეტაპია იმ ტერორის, რასაც ხელისუფლება ახორციელებს ყველა აქტივისტის მიმართ. ამიტომ განსაკუთრებულ ლოგიკურ ნაბიჯებს ნუ მოვთხოვ ამ ხელისუფლებას. ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ იმ ადამიანებს, ვინც ვიბრძვით ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად რა მუხლით გამასამართლებენ, თუმცა სავარაუდოდ, ეს იქნება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა", - ამბობს დავით ქაცარავა.