კაცმა, რომელიც პოლიციას წამებაში ადანაშაულებს, თვითმკვლელობა სცადა

27.07.21 10:17
კაცმა, რომელიც პოლიციას წამებაში ადანაშაულებს, თვითმკვლელობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა. მამაკაცმა ბენზინი გადაისხა, რის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა ადგილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნება. 

ექიმები დაშავებულის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. ის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება და გადის შესაბამის მკურნალობას.

მოქალაქე რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.