სასამართლო კი არა აბსურდის თეატრია, ე.წ.-მა მოწმეებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს - კვეკვესკირი
კახა კვეკვესკირი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად სცემეს ახლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. კახა კვეკვესკირის სასამართლო პროცესი ორი თვის შემდეგ, დღეს გაიმართა.
აქტივისტი ამბობს, რომ ეს არა სასამართლო, არამედ აბსურდის თეატრი იყო, რადგან მისი თქმით, ე.წ. მომწეები დაზეპირებული ტექსტებით ლაპარაკობდნენ.
ნაცემი ვიყავი, მერე ორი დღე იზოლატორში და დღეს, ორი თვის მერე ჩამიტარდა პროცესი, სადაც იყო აბსურდის თეატრი, რადგან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები იყო ე.წ. მოწმეების მხრიდან, იმიტომ, რომ ეს მოწმეები არიან "ძეჟურნი მომწმეები", რომელიც უბრალოდ დგანან და დაზეპირებულად ამბობენ, რომ მე ვიგინებოდი და არ ვემორჩილებოდი", - ამბობს კვეკვესკირი.