ჩემი კოლეგების კივილი და დასისხლიანებული სახე მახსოვს... მახსოვს კლინიკაში ლექსო ლაშქარავა...იმის მერე გადაღებაზე ვეღარ დავდივარ - თვალიაშვილი

05.07.24 17:39
ჩემი კოლეგების კივილი და დასისხლიანებული სახე მახსოვს... მახსოვს კლინიკაში ლექსო ლაშქარავა...იმის მერე გადაღებაზე ვეღარ დავდივარ - თვალიაშვილი

 

 

"საზოგადოებრივი მაუწყებელის" ოპერატორი ილია თვალიაშვილი "პირველებთან" 5 ივლისის მოვლენებს იხსენებს - მას სამი წლის წინანდელი მოვლელების გახსენება ძალიან უჭირს და ამბობს, რომ დროის გასვლასთან ერთად იარები არ შუშდება.

თვალიაშვილი ლეშქო ლაშქარავასტან ერთად კლინიკაში ყოფნის პერიოდსაც იხსენებს და იმ სასტიკ ანგარიშსწორებას, რომელმაც დიდი პრობლემები დაუტოვა და რის გამოც გადაღებაზე სიარუსლ ვერარ ახერხებს.

ომშიც კი დაცულები ვარ იმით, რომ ჩვენ არავინ არ შეგვეხება, იმიტომ რომ ჩვენი საქმე პირნათლად შევასრულოთ. თუმცა 5 ივლისი იყო გამონაკლისი. სამწუახროდ, საქართველოში მოხდა ის, რომ 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ზოგი გალახეს, ზოგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მახსოვს, ჩემი კოლეგების კივილი, ტირილი, დაზიანებული სახეები, რომელიც არასდროს არ ამომივა გულიდან. ლექსო ლაშქარავა, რომა, "ტვ პირველის" ოპერატორები ჩემთან ერთად იწვნენ საავადმყოფოში. ცოცხალი ადამიანი გვერდში გყავს და უცებ გებულობ, რომ აღარ არის. ძაან რთულია. დღემდე დამიტოვა დიდი პრობლემები - გადაღლაზე, ნერვიულობაზე, გონებას ვკარგავ, ვითიშები. ძირს რომ დამაგდეს, რამდენჯერაც თავს ავწევდი, იმდენჯერ თავში მარტყამდნენ ფეხს. ჩემი თავით კალათბურთი ითამაშეს. ჩემი სასურველი საქმე არის ოპერატორობა , კამერა და იმ ადამიანებთ ან ურთიერთობა, რასაც გარე გადაღება ჰქვია. სამწუხაროდ, გარე გადაღებას ვეღარ ვახერხებ აი ამ ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე", - ამბობს ილია თვალიაშვილი.    

5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა. რადიკალური დაჯგუფების აგრესიული წევრები რუსთაველის გამზირზე უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან ტელეკამერა ეჭირა. 5 ივლისი განსაკუთრებით მძიმე თარიღია "ტვ პირველისთვის". სწორედ ამ დღეს სასტიკად ცემის და დასისხლიანების შემდეგ, რამდენიმე დღეში  ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მას მოძალადეები "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ,აგრესორებმა წრეში მოიქციეს, კამერა დაუმტვირეს და სასტიკად სცემეს. 

სისხლიანი ანგარიშსწორების დღიდან სამი წელი გავიდა, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.