5 ივლისის ძალადობაზე წლებია გვაქვს სარჩელი, თუმცა არანაირი რეაგირება არ არის - ეკა გიგაური

05.07.24 17:53
5 ივლისის ძალადობაზე წლებია გვაქვს სარჩელი, თუმცა არანაირი რეაგირება არ არის - ეკა გიგაური

5 ივლისის მოვლენების შედეგად დაშავებული და დაზარალებული 53 მედიის წარმომადგენლის საქმეზე გამოძიებას მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები ჰყავს. მიდმინარეობს გამოძიება, თუმცა არასამთავრობო სექტორში საქმის ობიექტურად გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ქმედებებში ხელისუფლებაა ჩართული და ამიტომაც არ უკვირს, რომ 5 ივლისის შემოქმედები დღემდე დაუსჯელები არიან.

წლების განმავლობაში, ხელისუფლება, თავისი პროპაგანდისტული კამპანიით განაწყობს კონკრეტულ ადამიანებს და ჯგუფებს იმისთვის, რომ ისინი აგრესიულად მოექცნენ იმ ჯგუფებს, იმ მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც კრიტიკულები არიან. ეს არ არის ახალი რამ, ასეთი რამ ხდებოდა რუსეთში. ეს ყველგან იყო პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი უკვე იყო რუსული კანონის მსგავსი კანონმდებლობის მიღება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ჩართული კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ქმედებებში. ეს არის ჩვენი ხელისუფლება, საგამოძიებო ორგანოები, ეს პროპაგანდისტული ტელეარხები და რა თქმა უნდა, სასამართლო, სადაც უკვე ორ წელიწადზე მეტია ჩვენ გვაქვს სარჩელი და არანაირი რეაგირება ამაზე არ არის. რა თქმა უნდა, ისინი ამას არ გამოიძიებდნენ", - ამბობს ეკა გიგაური.

5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა. რადიკალური დაჯგუფების აგრესიული წევრები რუსთაველის გამზირზე უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან ტელეკამერა ეჭირა. 5 ივლისი განსაკუთრებით მძიმე თარიღია "ტვ პირველისთვის". სწორედ ამ დღეს სასტიკად ცემის და დასისხლიანების შემდეგ, რამდენიმე დღეში  ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მას მოძალადეები "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ,აგრესორებმა წრეში მოიქციეს, კამერა დაუმტვირეს და სასტიკად სცემეს. 

სისხლიანი ანგარიშსწორების დღიდან სამი წელი გავიდა, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.