დადგენილია 33 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელიც მოზარდებს სექსუალურად სისტემატიურად ავიწროებს

27.07.21 11:10
დადგენილია 33 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელიც მოზარდებს სექსუალურად სისტემატიურად ავიწროებს

სავარაუდო პედოფილი, რომელიც ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება - დადგენილია 33 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელიც მოზარდებს სექსუალურად სისტემატიურად ავიწროებს. 

საზარელ დანაშაულში ბრალდებულს ახლა პოლიცია ეძებს. 

მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საათის წინ, მას შემდეგ დაიწყო რაც  მტკიცებულებები პოლიციაში ერთი-ერთი სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი გოგონას დამ მიიტანა. 

მიმოწერიდან ირკვევა, რომ მამაკაცი 13 წლის ბავშვს სექსუალური ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა  და იმავეს გაკეთებას მოზარდსაც თხოვდა.

ჩემი და აღნიშნულ მამაკაცს 13 წლის მოზარდად გაეცნო. ამის შემდეგ მან ჩემს დას ფოტოების გადმოგზავნა მოსთხოვა, საუბარმა შეიძინა სექსუალური ხასიათი, ითხოვდა შეხვედრას. წერდა - სად მაკოცებ, შენი დაქალების ფოტოები გამომიგზავნე, ეს მაშინ, როცა იცოდა, რომ 13 წლის იყო. ეს ადამიანი სხვა არასრულწლოვნებისთვის საფრთხის შემცველია. ამ მამაკაცს არ გაუმართლა, 13 წლის ბავშვის ნაცვლად ძალიან ჭკვიანი სრულწლოვანი დახვდა"- აცხადებს "ტვ პირველთან" განცხადების ავტორის და.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ ქალი უკვე გამოჰკითხა. 

დანაშაულში მხილებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.