კაბუ ვერდიქტის მოლოდინში - გაუშვებენ თუ არა ციხეში 6 წლით ქართველ რეპერს?
კაბუ ვერდიქტის მოლოდინში - გაუშვებს თუ არა ციხეში 6 წლით ქართველ რეპერს მოსამართლე? გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლომ დაზარალებული ქალის ჩვენება უნდა მოისმინოს. მანამდე კი მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ პროცესზე დღეს დეტალურად პატრულ-ინსპექტორმა ილაპარკა. პოლიციელის ჩვენებას დუმილით ისმენდა დარბაზში მჯდომი ბრალდებული რეპერი.
გამოძიების მასალებით, კაბუ მეგობარ ქალს ფიზიკურად ავტომობილში გაუსწორდა. ჯერ დანის ტარით სცემა, შემდეგ კი რამდენჯერმე გაარტყა. რეპერიამტკიცებს, რომ ეს მას არ ჩაუდენია და მსხვერპლმა დაზიანებები ავარიის შედეგად მიიღო.
გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გარდა კი კაბუს გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შენახვასაც ედავება. ის საქმის არსებით განხილვამდე ციხიდან გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.