სად არის 720 საჯარო მოხელის დეკლარაციების შემოწმების შედეგები? - ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციას მალავს
სად არის 720 საჯარო მოხელის დეკლარაციების შემოწმების შედეგები? - ანტიკორფციული ბიურო მონიტორინგის შედეგებს მალავს. საუბარია პრემიერ-მინისტრის, 9 მინისტრის, 68 დეპუტატის და 5 მოსამართლის და პროკურორის საჯარო მონაცემებზე. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა შეისწავლა და რა დაადგინა რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ და დაჯარიმდნენ თუ არა საჯარო მოხელეები ქონების გადამალვისა და დეკლარაციების არასწორი შევსებისთვის.
მონაცემების გასაიდუმლოებას არასამთავრობო სექტორი ერთი მიზეზით ხსნის - ხელისუფლებას არ სურს კორუფციული გზით ნაშოვნი ქონების გასაჯაროება. ამის ნათელი მაგალითია მოსამართლეების ღია მიმართვაც ანტიკორუფციული ბიურის ხელძღვანელისთვის, რომლებიც საჯაროდ ითხოვდნენ, რომ მათი ქონება არ შეემოწმებინათ.
დასამალი კი ჩინოვნიკებს ბევრი დაუგროვდათ. სულ ბოლოს ვაჟა სირაძის მამის დეკლარაციის სკანდალი გახდა ცნობილი, სადაც მოსამართლემ დიდი ქონება დოკუმენტში, უბრალოდ, არ მიუთითა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.