სტიქია ლენტეხში - რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

27.07.21 11:28
სტიქია ლენტეხში - რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

სტიქიას ებრძვიან ლენტეხში. მერის ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი - ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი, 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად  პარალიზებულია მოძრაობა. ასევე წალეკილია გზა სოფ. დურაშის და საყდარის მიმართულებით.

მდინარე ჩოლშურას ადიდების გამო წაღებულია დურაშთან დამაკავშირებელი ხიდი. წაღებულია სოფ.ტვიბთან დამაკავშირებელი გზაც. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.