ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში - ინციდენტს მოზარდი ემსხვერპლა
"ბათუმელების" ინფორმაციით, ხულოში, ხიხაძირი-კალოთას დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ინციდენტს მოზარდი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად ასევე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.