საქართველო VS ფიჯის რესპუბლიკა - რაგბის თამაშს სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში გამართულ საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ცნობისთვის, დღეს, 5 ივლისს, ბათუმში გამართული ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი ბორჯღალოსნების მარცხით დასრულდა. საქართველომ ფიჯისთან ანგარიშით 12:21 წააგო.