ამოღებულია 5 000 ზლოტის ღირებულების მოპარული საქონელი - პოლონეთში ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

06.07.24 09:50
ამოღებულია 5 000 ზლოტის ღირებულების მოპარული საქონელი - პოლონეთში ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

პოლონეთში ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების მოპარვის ბრალდებით 30 წლის ქართველი დააკავეს - პოლონური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის სახლის ჩხრეკის შედეგად თითქმის 5 000 ზლოტის ღირებულების მოპარული საქონელი ამოიღეს.

ირკვევა, რომ ქართველი პოზნანის, ლეზნოს, ვრზენიის, სლუპჩას, ნოვი ტომისლის, კოშიანისა და გნიეზნოს ოლქებში მოქმედებდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები