ახალი დეტალები ,,ვითიბი ბანკზე" განხორციელებული ძარცვის მცდლეობის ფაქტზე

27.07.21 11:49
ახალი დეტალები ,,ვითიბი ბანკზე" განხორციელებული ძარცვის მცდლეობის ფაქტზე

ახალი დეტალები "ვითიბი ბანკზე" განხორციელბული ძარცვის მცდელობის ფაქტზე - პირი, რომლმაც ბანკის ფილიალში შესვლა სავინტილაციო შახტიდან მოახერხა, ამ დრომდე იდენთიფიცირებული არ არის. 

ირკვევა, რომ უცნობმა პირმა ბანკის ფილიალში მთელი ღამე ისე გაატარა, რომ ამის შესახებ ვერც თანამშრომლებმა და ვერც პოლიციამ ვერაფერი გაიგო. 

დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს სავარაუდო თავდამსხმელი შენობაში დახვდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი  თანამშრომელი მისი ვინაობით დაინტერესდა, რასაც სავარაუდო თავდამსხმელის გაღიზიანება მოყვა და პერსონალს  სახეში ნავთი შეასხა და შემთხვევის ადგილი ისევ სავინტილაციო შახტიდან დატოვა.

ღვინის ქარხნის ტერიტორიიდან არის გადმოსული და სახურავიდან შემოსული. შემოვიდა საოფისე ზონაში. მას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია, ამიტომ თანამშრომლები ვერ მიხვდნენ, ვინ იყო. თანამშრომლებს ადგილზე დახვდა"- აცხადებს ბანკის თანამშრომელი. 

 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.