რატომ არ ითამაშა ფიჯისთან წინააღმდეგ მერაბ შარიქაძემ - ნაკრების მწვრთნელის კომენტარი

06.07.24 11:52
რატომ არ ითამაშა ფიჯისთან წინააღმდეგ მერაბ შარიქაძემ - ნაკრების მწვრთნელის კომენტარი

"გარკვეული მიზეზების გამო მერაბ შარიქაძეს გუნდთან ყოფნა არ შეეძლო" - ამის შესახებ კომენტარი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

კოკერილმა არ დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რის გამო არ იასპარეზეს გუნდის კაპიტანმა და სხვა წამყვანმა მოთამაშეებმა ფიჯის რესპუბლიკის წინააღმდეგ მატჩში. 

გარკვეული მიზეზების გამო მერაბ შარიქაძეს გუნდთან ყოფნა არ შეეძლო, ამიტომ ის ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და ასევე გვაკლდა სხვა წამყვანი მოთამაშეებიც, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო არ იყვნენ. ამ მიზეზებზე საუბარი ახლა არ შემიძლია. რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გადის სამედიცინო დახმარებას და როდესაც მზად იქნებიან, დაგვიბრუნდებიან. დოპინგ ტესტთან დაკავშირებით ვერ გაგცემთ პასუხს, ეს კონფიდენციალურია. როდესაც შემეძლება ამ ინფორმაციის გაჟღერება, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს", - ამბობს რიჩარდ კოკერილი. 

რევანში ვერ შედგა - საქართველოს სარაგბო ნაკრები ფიჯისთან დაპირისპირებაში ცხრა ქულით დამარცხდა. კუნძულელებმა სამი ლელოს გატანაა შეძლეს და ჯამურად 21 ქულა დააგროვეს.

თამაში დაძაბული აღმოჩნდა. რიჩარდ კოკერილმა ბორჯღალოსნებს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა, თუმცა თამაშს ჯარიმების გარეშე არ ჩაუვლია. ფიჯი პირველსავე ბურთზე დაჯარიმდა, რის შემდეგაც თედო აბჟანდაძემ ბურთი დერეფანში გადაიტანა. ერთი მარცხისა და ერთი ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, ფიჯის სარაგბო ნაკრებმა ქართველებთან მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს.