ქორწილებისა და ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება - გამყრელიძე

27.07.21 12:05
ქორწილებისა და ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება - გამყრელიძე

ქორწილებისა და ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, 5 ადამიანზე მეტის შეკრებისას პირბადის გამოყენების აუცილებლია. 

თუ მე, თქვენ, შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში, არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრების და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, თუ გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, მაშინ არ გვექნება მძიმე ეპიდვითარება. იმის მაგივრად, რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ"- თქვა გამყრელიძემ.